сайт знакомств kiss.ru
Наверх
Войти на сайт
Регистрация на сайте
Зарегистрироваться
На сайте недоступна
регистрация через Google

гордая львица, 47 - 3 августа 2012 19:35

Все
შოპენს ვუსმენ და შოპინგობს სული,

მე დღესაც შენით შევიმოსები.

ტენდენციების ვერ ვარ ერთგული.

წესრიგს მიწესებ - მე არ გშორდები.

.........

ესკიზს რომ ქმნიდი, მზერა გათბობდა,

ხასიათისგან გაჭერი თარგი,

ფაქტურად ჩემი ვნება გაწყობდა,

სხეულს ნაკერად დაურთე დაღი.

მძერწე, შემმოსე და დამასრულე..

დეფილედ მერგო სამყუდრო შენი,

თითქოს შედევრად არც გამიმეტე,

არც ჩამომკიდე, არც ჩამომხსენი.

გადამალული მზერით მოგწონვარ,

თუმცა ნაკლს ეძებ ჩემს დასახვეწად...

სხვა ესკიზებს ქმნი, მე კი მარტო ვარ -

შენს დეფილეზე, ჩემს მოსაცდელთან.

.......

და შოპენს ვუსმენ. შოპინგობს სული.

მე ხვალაც შენით შევიმოსები......
Добавить комментарий Комментарии: 0
Мы используем файлы cookies для улучшения навигации пользователей и сбора сведений о посещаемости сайта. Работая с этим сайтом, вы даете согласие на использование cookies.